ჯო ბაიდენმა უკრაინა დატოვა

20 თებერვალი 2023, 16:37 653 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევი დატოვა. ინფორმაციას მედია საშუალებები ავრცელებენ.

ბაიდენი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და კიევის ცენტრს ეწვია.

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დახმარების ახალი, 500 მილიონი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. დახმარებაში  ასევე შევა ჭურვები, HIMARS-ის რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო დანადგარები და სადაზვერვო რადარები.

20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევს ომის დაწყების შემდეგ პირველად, დაუგეგმავად ესტუმრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში