აუცილებელია, ნორმატიული ბაზა შეიქმნას, როგორც ევროკავშირში, გვინდა სურსათის ფასები მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს - შამუგია

20 თებერვალი 2023, 17:32 566 ნახვა

აუცილებელია ნორმატიული ბაზა შეიქმნას, რომლისთვისაც, ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითი შეიძლება ევროკავშირი იყოს - საბოლოოდ გვინდა, სურსათის ფასები მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესისგან მიიღეს ინფორმაცია, რისგან შედგება სურსათზე ფასნამატები და სად არის რესურსი, რომ ფასებმა დაიკლოს.

"არ ვფიქრობ, რომ თითის ქნევაზეა საუბარი. კონკურენციის სააგენტომ წარმოადგინა ინფორმაცია ფასნამატებთან დაკავშირებით, რაზეც ვიმსჯელეთ. ბიზნესისგან მივიღეთ ინფორმაცია, თუ რისგან შედგება ფასნამატები და სად გვაქვს რესურსი, რომ გარკვეული საკითხების დარეგულირებით სურსათზე ნაკლები ფასები მივიღოთ. ეს ღია პროცესია. იმისთვის, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს, აუცილებელია, ნორმატიული ბაზა შეიქმნას, რომლისთვისაც, ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს ევროკავშირი, სადაც ეს საკითხები შესაბამისი დირექტივითაა რეგულირებული. ამ ყველაფრით მიიღწევა ის შედეგი, რომ თამაშის პირობები თანაბარი იქნება. საბოლოოდ, გვინდა, შედეგი იყოს ის, რომ სურსათის ფასები მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში