აქცია ტბეთის ქუჩაზე

20 თებერვალი 2023, 18:49 673 ნახვა

სოციალური პროტესტი თამარის დასახლებაში. ტბეთის ქუჩაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ე.წ ბიტმაშის დასახლებაში მცხოვრებლები ძველი  ქარხნის ტერიტორიის გასხვისებას აპროტესტებენ.    აცხადებენ, რომ ტერიტორია  კერძო მესაკუთრემ  "ნაზილბემ" შეიძინა, სადაც მათივე ინფორმაციით     მშენებლობას აპირებს. აქციის მონაწილეები 2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მათ    სასარგებლოდ დათმობას ითხოვენ. ირწმუნებიან, რომ  ხელისუფლება ამას დაპირდა კიდეც.  გასხვისებულ ადგილას ითხოვენ სტადიონისა და ბავშვთა ატრაქციონების მოწყობას.  აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ  ასამდე ოჯახს ქარხანაში მუშაობის პერიოდში  გადახდილი აქვთ ბინების საკუთრებაში გადასაცემად ფული, თუმცა  ამ დრომდე  ბარაკული ტიპის დასახლებაში  ცხოვრობენ.მოსახლეობას კომპანია „ნაზილბე“ გამოეხმაურა, სადაც ამბობენ, რომ აუქციონზე მიწის ნაკვეთისას არანაირი პირობა ჩადებული არ იყო, თავიანთი ინიციატივით კი სტადიონის მოწყობას მაინც აპირებენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში