საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ნიდერლანდებშია

21 თებერვალი 2023, 10:32 527 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებშია, სადაც ფინალის ტოლფასი მატჩი ელის. დღეს ჩვენს ნაკრებს გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი და, ცოტა მოგვიანებით, ბექა ბურჯანაძე შეუერთდებიან. ამსტერდამში პირველი ვარჯიში დღეს, ადგილობრივი დროით 19 საათზეა დანიშნული.

რაც შეეხება ნაკრების კაპიტანს, 23 თებერვალს ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებს და ბოლონიაში, 24 თებერვლის საევროლიგო მატჩის სათამაშოდ დაბრუნდება, რის შემდეგაც თბილისში ისლანდიასთან ჩვენს ნაკრებს პრინციპულ მატჩში უკაპიტნებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში