ისრაელის ქნესეთმა სადავო კანოპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

21 თებერვალი 2023, 10:12 551 ნახვა

ისრაელის პარლამენტმა ორშაბათს ღამით კენჭი უყარა  ქვეყნის სასამართლო სისტემის  რეფორმის სადავო კანონპროექტს, რომელსაც მხარს უჭერს პრემიერ- მინისტრის რელიგიურ-ნაციონალისტური მთავრობა. 

მთავრობის ახალმა  კანონპროექტმა   ქვეყანაში  მასობრივი პროტესტი გამოიწვია. ქნესეტმა სასამართლო რეფორმის პირველი კანონპროექტი  63-ი  ხმით  47-ის  წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო.  კენჭისყრას წინ უძღოდა დაძაბული დებატები.

პარლამენტში ოპოზიციამ პირობა დადო, რომ „იბრძოლებს ერის სულისთვის“, მაშინ როცა ათობით ათასი ადამიანი შენობის გარეთ   კანონპროექტის  მიღებას აპროტესტებდა. 120 ადგილიან ქნესეტში 64 მანდატი აქვს  პრემიერ ნეთანიაჰუს პოლიტიკურ ძალას და როგორც ვარაუდობენ, ნეთანიაჰუ  კანონმდებლობაში ორი ცვლილების შესატანად საბოლოო რატიფიცერებას მიაღწევს.   

ერთი ცვლილება  მოსამართლეების შერჩევის პროცესში  მთავრობის გავლენას ზრდის, მეორე კი ზღუდავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას  გააუქმოს მიღებული კანონი.

პოლიციამ დააკავა 8 დემონსტრანტი, რომლებიც ნეტანიაჰუს კოალიციის დეპუტატებისთვის  პარლამენტში მისასვლელი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში