ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ“ სერია A-ში ისევ ვერ მოიგო

21 თებერვალი 2023, 13:28 503 ნახვა

ლუკა ლოჩოშვილი თვენახევრიანი პაუზის შემდეგ კრემონეზეს რიგებში დაბრუნდა. ქართველი მცველის გუნდი სერია ა-ს 23-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში ტორინოს ესტუმრა და ფრე 2:2 დაფიქსირდა.

დავიდე ბალარდინის გუნდი შეხვედრის დასრულებამდე 15 წუთით ადრე 2:1-ს იგებდა და შეეძლო პირველი გამარჯვებაც მიეთვალა, მაგრამ ტორინომ მალევე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ შეხვედრაც ფრედ დასრულდა. ლოჩოშვილი თამაშში 86-ე წუთზე ალექს ფერარის ნაცვლად ჩაერთო.

ლუკამ პირველად ითამაშა დავიდე ბალარდინის ხელმძღვანელობით. ის ამ მატჩამდე ბოლოს მოედანზე 9 იანვარს ვერონასთან იყო, მას შემდეგ 1 მატჩი თადარიგში დარჩა, ხოლო 6 შეხვედრა საზარდულის ტრავმის გამო გაუცდა.

კრემონეზე 23 ტურის შემდეგ 9 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 28 თებერვალს, რომას უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში