საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღე

21 თებერვალი 2023, 14:29 812 ნახვა

დღეს კონსტიტუციის დღეა. იგი 1921 წლის 21 თებერვალს მიიღეს. მასზე მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო, თუმცა კონსტიტუციამ პირვანდელი სახით მხოლოდ სამი დღე იარსება. ბოლშევიკების შემოჭრის ფონზე მოახერხეს და პირველი კონსტიტუცია დაბეჭდეს. ეს იყო ბათუმში.

საბჭოთა რეჟიმის დაცემის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუცია ცვლილებებით, თუმცა პირვანდელი ვარიანტის დიდი ნაწილის გადატანით მეორედ უკვე 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღეს, რომელიც ძალაში იმავე წელს პირველი მრავალპარტიული პარლამენტის დაკომპლექტებისთანავე შევიდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში