ბათუმელი ტაეკვონდისტი ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს

22 თებერვალი 2023, 10:14 551 ნახვა

პოლონეთში წელს ევროპის ზაფხულის ოლიმპიადა გაიმართება.  ტაეკვონდოს ევროპის ფედერაციამ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენების სია, რომლებიც პოლონეთის 2023 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიიღებენ მონაწილეობას.

რჩეულთა შორის ქართველი ტაეკვონდისტი, ბათუმელი ზურა კინწურაშვილია, რომელიც 74 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

აღსანიშნავია, რომ ზურა კინწურაშვილი ერთხელ უკვე იყო ოლიმპიადის მონაწილე – ქართველმა ტაეკვონდისტმა 2018 წელს ბუენოს აირესის მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე იასპარეზა.

2023 წლის ევროპის ოლიმპიადაზე საგზურების გათამაშება გრძელდება და შესაძლოა, მნიშვნელოვან ტურნირზე საქართველოდან კიდევ რამდენიმე ტაეკვონდისტი ვიხილოთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში