ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი

22 თებერვალი 2023, 12:14 601 ნახვა

დღეს გახდება ცნობილი დათანხმდება თუ არა ბადრი ესებუას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ხმის, სუნის და სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას.

საქართველოს ბანკიდან ამოღებული ნიმუშების შედარება წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მოითხოვა და დამატებითი, ახალი მტკიცებულების მოპოვების შუამდგომლობითაც მიმართა.

სხდომა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში უკვე დაიწყო, რომელსაც ბრალდებული ბადრი ესებუაც დაესწრება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში