სააკაშვილს აქვს შეუგუებლობა პირობებისადმი და ამბობს, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს იმ შემთხვევაში, როცა იქნება თავისუფალი - ზურაბ ჩხაიძე

22 თებერვალი 2023, 12:33 683 ნახვა

კლინიკა მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის პირველი დღიდანვე თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება, მაგრამ ეს თანხვედრაში უნდა იყოს პაციენტის მიზანთან, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ექიმები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ პაციენტსაც იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს.

"კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველი დღიდანვე აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს. შეთავაზებულია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები იგივე, რაც აპრობირებულია, დამტკიცებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ასევე ევროპული თუ ამერიკული გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა. პაციენტისთვის კეთდება ყველა საჭირო კვლევა, რაც მას ესაჭიროება, ეს იქნება ლაბორატორიული თუ მაღალტექნოლოგიური კვლევები, მაგრამ მოგეხსენებათ, სამკურნალო პროცესი ორი მთავარი კომპონენტისგან შედგება - ეს არის პაციენტის მხარე და სამედიცინო მხარე.

 

მე შემიძლია ყველა ჩვენი ექიმის, ჩვენი კლინიკის სახელით თამამად გითხრათ, რომ ჩვენი ექიმები თავისის შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს პაციენტსაც. უნდა იყოს თანხვედრა იმ მიზნების, რა მიზანიც სამედიცინო მხარეს გააჩნია. ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება, რომ გაუმჯობესდეს სასიცოცხლო ფუნქციები, ფიზიოლოგიური პარამეტრები, სხვა მაჩვენებლები და ამ მიზნის მიღწევა, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამოკიდებულია პაციენტზეც.

 

მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, თუ რატომ არის ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი შედეგი, რაც დღევანდელი დღისთვის გვაქვს. შემიძლია გაგახსენოთ და ყველამ კარგად იცის, რომ თავისი ფეხით შემოვიდა პაციენტი და ახლა მას მართალია, უჭირს გადაადგილება. ამაზე მკურნალი ექიმი უფრო მოგახსენეთ, თუ რა არის ამის მიზეზი. ჩვენი მხარის მიზანი არის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი იქნეს გამოყენებული მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ეს თანხვედრაში უნდა იყოს პაციენტის მიზანთან,“ - განაცხადა ჩხაიძემ.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის თამარ დავარაშვილის თქმით, პაციენტი ძირითადად მწოლიარე რეჟიმში იმყოფება.

"20 რიცხვისთვის წონა იყო 67, 200 გრამი და მასის ინდექსი იყო 18, 2. გამოხატულია ზოგადი საერთო სისუსტე, საერთოდ საწოლშია პაციენტი, აქვს საერთო სისუსტე, კიდურების ტკივილი, რასაც ძალიან განიცდის. ჩვენ ვეხმარებთ, მაგრამ ეს ტკივილი რჩება. ყველაზე სავალალო არის, რომ კვლევა რჩება არაბალანსირებული. არაბალანსირებული საკვებს იღებს და ირგებს. საკვების ათვისება ხდება ორგანიზმის მიერ. თუნდაც პირღებინება და გულისრევა იშვიად დაფიქსირებულა ჩვენთან. ეს არაბალანსირებული კვება ჩვენ ძალიან გვიშლის ხელს. ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად ხდება პაციენტის მონიტორიგნი ყოველკვირეულად, ჩვენ ვაკეთებთ მონიტორინგს სისხლის საერთო ანალიზის, ანთებითი მარკერების და სხვა ბიოქიმიური მაჩვენებელებისას. მოსალოდნელიც იყო, რომ უმნიშვნელოა ცვლილებები არის, მაგრამ ჩვენ ვახდენთ კორეგირებას. ჩვენ ავუხსენით პაციენტს, რომ უნდა მიიღოს სალათები.

 

პაციენტს სჯერა, ვერ ვიტყვი რომ არ მომყვება და არ ითვალისიწნებს. ახლა გამოსწორდა ჰემოსტაზის მაჩვენებელი, მაგრამ ამ ფონზე ჰემოდინამიკური, რესპირატორული მაჩვენებლები რჩება სტაბილური, როგორც შემოსვლის დღიდან. დღემდე მიუხედავად მისი მდგომარეობისა, რჩება ნორმის ფაარგლებში", - თამარ დავარაშვილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში