თეთრი სახლის ანტიმიგრაციული გეგმა

22 თებერვალი 2023, 10:15 598 ნახვა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მექსიკის საზღვარზე მიგრანტების ნაკადის შემცირების მიზნით  თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალ  რეგულაციები წარადგინა.

თეთრი სახლის  ყველაზე აგრესიული გეგმა მიგრანტების უმრავლესობას მოთხოვნაზე უარს ეტყვის, რომლებიც თავშესაფარს პირველ რიგში სხვა ქვეყნებში არ ცდილობდნენ, ვიდრე აშშ-ის საზღვარს მიაღწევდნენ. ბაიდენის გეგმა ასახავს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობას, რომელიც არასოდეს ამოქმედებულა, რადგან ის სასამართლოში დაბლოკეს.

გეგმა აწესებს სერიოზულ შეზღუდვებს თავშესაფარზე ნებისმიერი ეროვნების ადამიანებისთვის, გარდა მექსიკელებისა, რომლებსაც არ უწევთ მესამე ქვეყანაში გამგზავრება აშშ-მდე მისასვლელად.

გამონაკლისი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ „მწვავე სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობა“, ძალადობრივი დანაშაულების „გარდაუვალი და უკიდურესი საფრთხე“, როგორიცაა მკვლელობა, გაუპატიურება ან გატაცება, არიან ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი ან არსებობს „სხვა უდავო გარემოებები.“

წესების მიხედვით, გათავისუფლდებიან ბავშვებიც, რომლებიც მარტო მოგზაურობენ. გეგმა დროებითი იქნება და შემოიფარგლება ორი წლის ვადით, მისი გაგრძელების შესაძლებლობით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში