იტალიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში იმყოფებოდა

22 თებერვალი 2023, 10:50 556 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის და იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის მიერ კიევში გამართული ერთობლივი პრესკონფერენცია ელექტროენერგიის ხანმოკლე გათიშვის გამო შეწყდა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა  და კიევის გარეუბანში  ომის შედეგად დაზარალებულ ქალაქებს  ბუჩასა და ირპინს ეწვია, სანამ დედაქალაქში პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებოდა. 

ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე  უკრაინის პრეზიდენტმა  სილვიო ბერლუსკონის კრიტიკას უპასუხა და თქვა, რომ იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს არ უწევდა ყოველდღიური დაბომბვისა ქვეშ ცხოვრება.

ბერლუსკონიმ რამდენიმე დღის წინ  განაცხადა, რომ არ სურს ზელენსკისთან შეხვედრა და იგი ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში