სნოუბორდის პარალელური სლალომის შერეულ გუნდურ შეჯიბრში იტალიელებმა გაიმარჯვეს

22 თებერვალი 2023, 20:52 571 ნახვა

სნოუბორდის პარალელური სლალომის შერეულ გუნდურ შეჯიბრს, ასპარეზობაში მონაწილეობა 13 ქვეყნის 48 სნოუბორდერმა მიიღო. საბოლოოდ, გამარჯვება იტალიის მეორე გუნდს დარჩა. აპენინელების წყვილმა აარონ მარჩისა და ნადაი ოშნერის შემადგენლობით ავსტრიელების პირველ გუნდს ანდრეას პრომეგერს და საბინ შოეფმანს აჯობა. ბრინჯაოს მედლები შვეიცარიის პირველმა ნაკრებმა დაისაკუთრა, რომელმაც იტალიის პირველი ნაკრები დაამარცხა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში