გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის 90-მდე შეტევა მოიგერია - უკრაინის გენშტაბი

23 თებერვალი 2023, 10:23 679 ნახვა

გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერია მტრის 90-მდე შეტევა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 10 სარაკეტო და 19 საჰაერო დარტყმა, ასევე 37 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან. კვლავ დაზარალდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.

რუსულმა ძალებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს ხერსონზე, რასაც 5 ადამიანი ემსხვერპლა და 20-მდე კი დაშავდა.

„რუსეთის ფედერაცია ძირითად ძალისხმევას ამახვილებს შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუცკის, ავდეევსკის და შახტიორსკის მიმართულებებზე. გასული დღის განმავლობაში ჩვენმა დამცველებმა ამ მიმართულებით 90-მდე მტრის თავდასხმა მოიგერიეს"- განმარტავენ გენშტაბში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 790 დამპყრობელი, დაღუპული რუსი დამპყრობლების საერთო რაოდენობამ კი 145 850 ჯარისკაცს მიაღწია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში