„სიტიმ“ „ლაიფციგს“ ვერ მოუგო, „პორტუ“ „ინტერთან“ დამარცხდა

23 თებერვალი 2023, 10:16 405 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართა. „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად „ლაიფციგს“ ფრედ - 1:1 დაუზავდა. ანგარიში სტუმრებმა მაჰრეზის გოლით გახსნენს და პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს.

70-ე წუთზე გვარდიოლიმ ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. მეორე შეხვედრაში „ინტერმა“ „პორტუს“ უმასპინძლა და ლუკაკუს ერთადერთი გოლით 1:0 გაიმარჯვა.

მეოთხედფინალში გამსვლელთა ვინაობა ორი კვირის შემდეგ, განმეორებით შეხვედრებში გაირკვევა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში