პუტინი ბირთვული ძალების გაძლიერებას აპირებს

23 თებერვალი 2023, 10:44 457 ნახვა

რუსეთი განსაკუთრებულ ყურადღებას  მიაქცევს ბირთვული ძალების  გაძლიერებას და დაიწყებს ცირკონის ტიპის  საზღვაო ბაზირების ზებგერითი რაკეტების მასიურ მიწოდებას - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა   სამშობლოს დამცველთა  დღისადმი მიძღვნილი მიმართვისას.

აღნიშნა, რომ რუსეთი გააგრძელებს თავისი შეიარაღებული ძალების მოწინავე ტექნიკით აღჭურვას. ორი დღის წინ მოსკოვმა დასავლეთის მიერ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საპასუხოდ   სტრატეგიული შეტევითი  შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაში  რუსეთის მონაწილეობა შეაჩერა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში