აშშ-ში ზამთრის შტორმის გამო დაიკეტა სკოლები და გაუქმდა ფრენები

23 თებერვალი 2023, 10:46 693 ნახვა

აშშ-ის ჩრდილოეთის დაბლობებსა და ზემო შუა დასავლეთში ზამთრის შტორმმა, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ქარი და უხვი თოვლი,  ასობით სკოლის დაკეტვა,  ავიარეისების გადადება ან გაუქმება  და საგზაო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. 

უამიდობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ  50 მილიონზე მეტმა ამერიკელმა გაფრთხილება და რეკომენდაცია მიიღო. 

ზამთრის შტორმმა   შეერთებული შტატების დასავლეთ და ჩრდილოეთ ფართო ზოლში და აღმოსავლეთში გადაინაცვლა. თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრი, ხოლო ქარის სიჩქარემ  საათში 97 კილომეტრი შეადგინა.

ქვეყნის მაშტაბით 3 ათას 500-მდე  ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო.  ყინულის  წვიმის შედეგად  ცენტრალური აიოვას,  ჩიკაგოს  და   მიჩიგანის შტატში ყინულის სქელი ფენით დაიფარა გზები, ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში