ესპანეთის პრემიერმა ბუჩა და ირპინი მოინახულა 

23 თებერვალი 2023, 13:55 551 ნახვა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის სამხედრო შეჭრის პირველი წლისთავის წინ უკრაინაში   ჩავიდა. კიევში მას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მადრიდში უკრაინის ელჩი და  უკრაინაში ესპანეთის ელჩი დახვდნენ. 

პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრამდე სანჩესი ომით განადგურებულ ბუჩასა და ირპინში ჩავიდა. სანჩესის ვიზიტი ჯო ბაიდენის კიევში მოულოდნელი ვიზიტის  შემდეგ იმართება, რომელიც  უკრაინას  500 მილიონი ამერიკული დოლარის ახალ  სამხედრო დახმარებას  დაჰპირდა. 

სამშაბათს უკრაინას იტალიის პრემიერ-მინისტრი  ჯორჯია მელონი სტუმრობდა და პრეზიდენტ ზელენსკის განუცხადა, რომ იტალია განაგრძობს უკრაინის დახმარებას რუსეთის თავდასხმების მოგერიებაში, თუმცა  მოიერიშე თვითმფრინავების  გაგზავნა გამორიცხა. 

ოთხშაბათს  ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის ქვედა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ  მადრიდი უკრაინას მარტის დასასრულს ან აპრილის   დასაწყისში გერმანული წარმოების  6 ლეოპარდს  შეკეთების შემდეგ გაუგზავნის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში