გულშემატკივარი ''დინამო'' ბათუმისა და ქობულეთის ''შუქურას'' მატჩს ვერ დაესწრება

23 თებერვალი 2023, 17:26 824 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის პირველ ტურში ''დინამო'' ბათუმი ქობულეთის ''შუქურას'' უმასპინძლებს. ბათუმის სტადიონზე აჭარულ დერბის გულშემატკივრები გასულ წელს დაკისრებული სანქციის გამო ვერ დაესწრებიან.

 ''დინამოსა'' და ''შუქურას'' მატჩი 26 თებერვალს 20 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებს კი ''დინამოს'' საშინაო მატჩებზე დასწრება უკვე მესამე ტურიდან შეეძლებათ.

ბათუმელები მესამე ტურში 3 მარტს ''საბურთალოს'' წინააღმდეგ ითამაშებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში