პროტესტი სტადიონის მოთხოვნით

23 თებერვალი 2023, 20:28 714 ნახვა

თამარის დასახლებაში  70-მდე   ოჯახი ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე მიწის გასხვისებას და იქ სავაჭრო ცენტრის  დაგეგმილ  მშენებლობას აპროტესტებს. მოსახლეობა ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ მათ ხელისუფლება აქ  სტადიონის განახლებას, სკვერის და ბავშთა  გასართობი სივრცის მოწყობას დაპირდა, თუმცა ახლა მიწა გასხვისდა და იქ კომპანია ‘’ნაზილბე’’  სავაჭრო ცენტრის  მშენებლობას გეგმავს. ადგილობრივები კი ტერიტორიაზე, რომელსაც მოსასვენებლად იყენებდნენ, სტადიონის და ბავშვთა ატრაქციონების მოწყობას ითხოვენ.  დღეს  პროტესტი ტექნიკის  გამოჩენას  მოჰყვა, ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავებიც. მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანია სტადიონის მოწყობას  აპირებს, თუმცა არა იქ, სადაც თავად სურთ.  მოსახლეობას კომპანიასთან შუამავლობას და მოლაპარაკებებს დღეს აქციაზე ბათუმის მერია დაჰპირდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ მათ ნაკვეთი სავაჭრო ქალაქის მშენებლობისთის უპირობო აუქციონზე შეისყიდეს და მზად არიან სტადიონიც მოაწყონ. კომპანიაში არ გამორიცხავენ პროტესტის უკან რამდენიმე მოქალაქის პირადი ბიზნეს ინტერესი იყოს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში