საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

23 თებერვალი 2023, 21:01 615 ნახვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.  აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტების დამტკიცების შესახებ. აღმასკომმა უცვლელი შემადგენლობით დაამტკიცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები: კვლავ პირველი-ვიცე პრეზიდენტი იქნება კახა ჭუმბურიძე, სანაკრებო საკითხების მიმართულებით ალექსანდრე იაშვილი იმუშავებს, ასევე ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან აკაკი ალადაშვილი და ნიკოლოზ ჯღარკავა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში