ლაშა გობაძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

24 თებერვალი 2023, 10:34 811 ნახვა

ალექსანდრიაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა 6 მედალი მოიპოვა, აქედან 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი იყო.

87 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა გობაძე ჩემპიონი გახდა. ლერი აბულაძე (63 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) მესამე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ.

დღეს 24 თებერვალს მედლები დარჩენილ 3 წონაში – 72, 77 და 82 კგ-ში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების ღირსებას რამაზ ზოიძე, ოთარ აბულაძე (ორივე 72 კგ), იური ლომაძე, საჩინო დავითაია, შმაგი ბოლქვაძე (სამივე 77 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) დაიცავენ.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:00-ზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში