ომის 365 დღე - უკრაინული დიასპორის წევრები ბათუმში ლესია უკრაინკას ძეგლთან შეიკრიბნენ

24 თებერვალი 2023, 14:53 493 ნახვა

რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით ბულვარში მდებარე ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას ძეგლთან  უკრაინის დიასპორის წევრები და უკრაინის საპატიო კონსული ბათუმში შეიკრიბნენ. ომის გასაპროტესტებლად და მსოფლიოსთვის მშვიდობის მესიჯის გასაგზავნად მათ ადგილი სიმბოლურად შეარჩიეს. თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ომის 365 დღე და სხვა. ასევე მათ უკრაინის რუკაზე სანთლები დაანთეს.

უკრაინის მხარდამჭერ აქციას ზღვისპირა პარკში ის უკრაინელებიც შეუერთდნენ, რომლებიც ბათუმში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ.

უკრაინის საპატიო კონსულის როსტომ ნაკაშიძის განცხადებით, ოფიციალური მონაცემებით, ასეთი სულ საქართველოში 39 ათასი, ხოლო აჭარაში 10 ათასია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში