ომის 1 წელი უკრაინაში და პუტინის აგრესიის შედეგები

24 თებერვალი 2023, 14:30 636 ნახვა

1  წლის წინ, გამთენიისას რუსეთი იწყებს უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს -  სპეციალური სამხედრო ოპერაციის სახელით, რომლის მიზანი როგორც ვლადიმერ პუტინი ამას ხშირად იმეორებდა  უკრაინის დემილიტარიზაცია  და დენაციფიკაცია უნდა გამხდარიყო.  მას შემდეგ უკვე 1 წელია, სამხედრო ოპერაციის მაგივრად  სრულმასშტაბიან ომს ვხედავთ. უკრაინის პრეზიდენტმა პირველ ვიდეომიმართვა მეორე დღესვე გაავრცელა და მოკავშირეებს დახმარებისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვების ციკლი ტრადიციად იქცა და ყოველდღიურად ის გასული დღე ღამის შედეგებს აჯამებს და შეიძლება ითქვას მოსახლეობას ამხნევებს კიდეც.   

გვახსოვს ვითარება მარიუპოლშიც, რომელსაც აზოვსტალის დამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში გმირულად იცავდნენ. გვახსოვს ადამიანური გმირობის ისტორიები, როდესაც მოსახლეობა საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანდა და ქვეყნის დამცველებს ყველა თავისებურად ეხმარებოდა.  ომს შეეწირა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, მათ შორის ბავშვების.  დაიღუპნენ  სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა შორის  36 ქართველია.  მათ შორის იყო   21 წლის  ნიკოლოზ შანავა.             

ოკუპანტები  ბომბავდნენ    ჯერ თითქოს    სტრატეგიულ   ობიექტებს,   თუმცა არ მორიდებია  ბაღების,  სკოლების, საავადმყოფოების,  სამშობიარო სახლების  განადგურებას.    

დღემდე უკრაინაში სასტიკი ბრძოლებია.    ერთი წლის შემდეგაც   გრძელდება მტრის  შეტევითი მოქმედებები ამ წუთებში კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით.   ომის დაწყების დღიდან არაერთი მსოფლიო ლიდერი თუ   საზოგადოებისთვის ცნობილი  ადამიანი   ჩავიდა საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში   მხარდაჭერის დასტურად.      

დღესაც ასე იქნება.   ომის წლისთავზე კიევში დღეს კიდევ ერთხელ ჩავლენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან  სოლიდარობის და  რუსული აგრესიის დასაგმობად. კიევში  ფოსიად მოედანზე ერთი წლის თავზე უკრაინის პრეზიდენტმა  დამცველები  გმირის წოდებით დააჯილდოვა, წუთიერი დუმულით პატივი მიაგეს გარდაცვლილებს.   

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში