ქართველი ხალხი მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით დგას - საგარეო უწყება

24 თებერვალი 2023, 17:20 518 ნახვა

დღეს ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო, რითაც უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ქართველი ხალხი მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით დგას, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს "Twitter"-ზე წერს.

"დღეს ერთი წელი სრულდება, რაც რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების აშკარა დარღვევით. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველი ხალხი მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით დგას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში