ზღვაში გაუჩინარებულ ქალს მეოთხე დღეა ეძებენ

25 თებერვალი 2023, 11:18 603 ნახვა

ქობულეთში, ზღვაში დაკარგულ ახალგაზრდა ქალს მეოთხე დღეა ეძებენ. სამუშაოებში 112-ის სამაშველო ჯგუფების გარდა, ბათუმის კატარღაც არის ჩართული.

როგორც მაშველები ამბობენ, სამძებრო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ძებნის პროცესს ზღვაში შტორმული ვითარება აფერხებს.

ახალგაზრდა ქალის მეგობრებმა, სოციალური ქსელის მეშვეობით მოხალისეთა ჯგუფი შექმნეს, რომლებიც შავი ზღვის სანაპირო ზოლში მორიგეობენ და ზღვაში დაკარგულ ქალს ეძებენ. შემთხვევა მეგობრობის ქუჩის გასწვრივ სანაპიროზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 35 წლის ქალი, მეგობართან ერთად ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა, უკან გამოსვლა კი ვერ შეძლო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში