ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 1 წელი შეაჯამა

25 თებერვალი 2023, 14:11 526 ნახვა

ომის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია 2023 წელს ომი მოიგოს. მაგრამ ამისთვის მთავარია, რომ უკრაინელებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა ერთიანობა შეინარჩუნონ. თქვა, რომ თუკი საერთაშორისო პარტნიორები უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას შეამცირებენ ეს მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს, რადგან რუსეთი შემდეგ თავს დაესხმება ნატოს ქვეყნებსაც.

რაც შეეხება პუტინთან მოლაპარაკების საკითხს, ზელენსკის ამაზე ერთი პასუხი აქვს „არა“. რადგან როგორც აღნიშნა, კარგად გვესმის თუ რა უნდა პუტინს, რადგან რუსეთში არავინ არის ვისთანაც დიალოგი შესაძლებელია.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის დახმარებას და ქვეყნისთვის მეტი იარაღის საჭიროებას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში