სანქციების მე-10 პაკეტი რუსეთს

25 თებერვალი 2023, 14:44 771 ნახვა

მსოფლიო უკრაინის დახმარებას აგრძელებს.  ევროკავშირმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავზე რუსეთის  წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა.

შვედეთის წარმომადგენლობის განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად დააწესეს ყველაზე ძლიერი და სერიოზული შედეგების მომტანი სანქციები, რათა უკრაინას ომში გამარჯვებაში დაეხმარონ.

სანქციების მე-10 პაკეტი მოიცავს ექსპორტის უფრო მკაცრ შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების საქონელთან დაკავშირებით, ასევე იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს დრონებს აწვდიან.

ცნობისთვის, მე-10 პაკეტზე შეთანხმება ვერ ხერხდებოდა პოლონეთის პოზიციის გამო, რომელიც პაკეტში რუსეთთან კაუჩუკით ვაჭრობის საკითხზე სანქციების გაძლიერებას ითხოვდა.

სანქციები დააწესა კანადამაც, რომელმაც სიაში 129 ფიზიკური და 63 იურიდიული პირი შეიყვანა. ე.წ შავ სიაში ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ყოფილი ცოლი და შვილიც მოხვდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში