მოჭადრაკე კესარია მგელაძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მეექვსედ მოიპოვა

25 თებერვალი 2023, 17:33 1185 ნახვა

ბათუმელი კესარია მგელაძე ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი მე-6 გახდა.

13 წლამდე მოჭადრაკეთა შორის კესარიამ  9-დან 7,5 ქულა დააგროვა და საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მგელაძის მწვრთნელი საერთაშორისო ოსტატი, ნიკოლოზ მანაგაძეა.

საქართველოს პირველობა ჭადრაკის სასახლეში 7; 9; 11; 13 და 15 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ჩატარდა. ჩემპიონატში საერთო ჯამში 286 მოჭადრაკე მონაწილეობდა. 

I-II ადგილზე გასული მოჭადრაკეები კი  ევროპის და მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატის საგზურებით დაჯილდოვდებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში