ნევადაში ავიაკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

25 თებერვალი 2023, 16:44 596 ნახვა

5 ადამიანი დაიღუპა ავიაკატასტროფის შედეგად ამერიკის შტატ ნევადაში. ოფიციალური პირების განცხადებით, თვითმფრინავი სამედიცინო დანიშნულების იყო და მედპერსონალს პაციენტი გადაჰყავდა.

დაიღუპა მფრინავი, მედდა, ექთანი, პაციენტი და პაციენტის ოჯახის წევრი.

ავარიის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება..

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში