ოკუპანტების იერიში უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე

25 თებერვალი 2023, 17:05 596 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ოკუპანტმა გვიან ღამით ხერსონში საბავშვო ბაღი დაბომბა. ადგილობრივი ადმინისტრაციის ინფორმაციით, აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერი ძირითადი ძალისხმევა მიმართულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტისა და ავდიევკას მიმართულებით. გასული დღე ღამის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა მტრის 70-მდე შეტევა მოიგერიეს.

გენშტაბის ცნობით,  ბოლო 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა ქვეყნის მიმართულებით 27 საჰაერო და 75 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

ზაპოროჟიეში აფეთქებების შედეგად 20-მდე დასახლებული პუნქტი დაზიანდა, ხერსონის მიმართულებით კი მტერმა ცეცხლი 34 დასახლებაში გახსნა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში