თურქეთში სამშენებლო სტანდარტების დარღვევაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

26 თებერვალი 2023, 11:49 776 ნახვა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გამოძიება მიმდინარეობს. ამ დროისთვის 600-ზე მეტი ადამიანი სამშენებლო სტანდარტების დარღვევაშია ეჭვმიტანილი.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მათგან 184 ადამიანი უკვე დაკავებულია. ესენი არიან სამშენებლო კონტრაქტორები, კომპანიების მფლობელები და მენეჯერები. ექსპერტების თქმით, გამანადგურებელი შედეგი მშენებლობისას არასათანადო მასალების გამოყენებამ და მშენებლობის სტანდარტების დარღვევამ გამოიწვია.

ბოლო მონაცემებით 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად  დაღუპულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში