ისრაელში სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეთა აქცია პოლიციამ დაარბია

26 თებერვალი 2023, 14:08 555 ნახვა

ისრაელში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ მცირე 11 ადამიანი დააკავა. შეკრებილები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ, სასამართლო რეფორმას ეწინააღმდეგებიან.

ათიათასობით მომიტინგემ მთავარი გზა გადაკეტა. კრიტიკოსების აზრით ბენიამინ ნეთანიაჰუს რეფორმა ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას, ხელისუფლებას კი გადამეტებულ ძალაუფლებას აძლევს.

ისრაელის უმაღლესმა ერთპალატიანმა საკანონმდებლო ორგანომ, ქსენეთმა კანონპროექტს კენჭი პირველივე მოსმენით, 21 თებერვალს უყარა. აქციები ქვეყნის მასშტაბით უკვე 8 კვირაა იმართება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში