თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 44 374-მდე გაიზარდა

27 თებერვალი 2023, 10:04 514 ნახვა

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვი 44 374-მდე გაიზარდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში 10 000-მდე მომყოლი ბიძგი დააფიქსირეს.

თურქული მედია წერს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები თითქმის 21 000 შენობაში უკვე დასრულდა და ამ დროისთვის სამუშაოები მთლიანად ორიენტირებულია ნანგრევების გატანაზე.

სტიქიის შედეგად დაზარალებული მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი კარვებში, საკონტეინერო ქალაქებსა და საზოგადოებრივ საოჯახო სასტუმროებში ცხოვრობს, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი კი სტიქიის ზონის გარეთ არის ევაკუირებული.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში