გასული ღამის განმავლობაში უკრაინაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

27 თებერვალი 2023, 10:01 487 ნახვა

გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, უპილოტო თვითმფრინავებით  იერიში მიიტანეს უკრაინის რამდენიმე რეგიონში, აფეთქებები ისმოდა ხმელნიცკში. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მათ შორის ჩერნიგოვში, კიევში, პოლტავაში, კიროვოგრადში, ჟიტომირში, დნეპროპეტროვსკში და ხარკოვში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენრეალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასულ ღამით, 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, საერთო ჯამში მტერმა საჰაერო თავდასხმისთვის 14 დრონი გამოიყენა.

გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ შეტევას ერთდროულად ხუთი მიმართულებით - კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და შახტიორის რაიონებში.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღამით, ქალაქ ხმელნიცკიზე რუსული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში