8 წლიანი პატიმრობა გალიფ ოზთურქს

27 თებერვალი 2023, 19:48 549 ნახვა

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ყოლბაიამ  გამოაცხადა. ბიზნესმენი მოსამართლემ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში ცნო დამნაშავედ. ბრალდებული სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. გალიფ ოზთურქი თავს დამნაშავედ არ ცნობს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.  გალიფ ოზთურქის საქმე - ვნახოთ თამუნა გაზდელიანის რეპორტაჟი

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში