ეროვნული ლიგა ბათუმის „დინამომ“ გამარჯვებით დაიწყო

27 თებერვალი 2023, 20:13 661 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი ბათუმის „დინამომ“ გამარჯვებით დაიწყო. გია გეგუჩაძის გუნდმა ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. პირველი ტაიმის მიწურულს „დინამო“ ბიძინაშვილის გოლით დაწინაურდა. მეორე ტაიმში „შუქურამ“ ანგარიში ფაცაციას მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით გაათანაბრა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი ვლადიმერ მამუჩაშვილმა ასევე პენალტით დააფიქსირა და ეროვნული ლიგის წლევანდელ გათამაშებაში „დინამოს“ პირველი სამი ქულა მოუტანა. მომდევნო შეხვედრას ზღვისპირელები 3 მარტს, „საბურთალოს“ წინააღმდეგ გამართავენ. 

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში