თურქეთში, გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

28 თებერვალი 2023, 10:00 560 ნახვა

თურქეთში, მალათიის პროვინციაში, ახალი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 110-ამდე გაიზარდა, ჩამოიშალა 29 შენობა, დაღუპულია 1 მოქალაქე, ნანგრევებიდან 32 გადარჩენილი ამოიყვანეს.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში რეგიონში ოთხი ახალი მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელთა სიმძლავრემ 5 მაგნიტუდას გადააჭარბა, განმეორებითი ბიძგების რაოდენობა კი 45 იყო.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა, რის შედეგადაც თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვი 50 ათასამდე გაიზარდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში