ლუკა ლოჩოშვილს ფიფას Fair Play-ს ჯილდო გადაეცა

28 თებერვალი 2023, 10:34 865 ნახვა

ფიფამ „კრემონეზესა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ლუკა ლოჩოშვილს Fair Play-ს ჯილდო გადასცა. ერთი წლის წინ „ვოლფსბერგერში“ მოთამაშე ლოჩოშვილმა ვენის „აუსტრიის'' ფეხბურთელი გეორგ ტაიგლი გადაარჩინა. ტაიგლმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანზე უგონოდ დაეცა. ქართველი სიტუაციაში პირველი გაერკვა და მეტოქე გუნდის მოთამაშეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.

"პირველ რიგში ბოდიშს გიხდით, რომ ცერემონიას ვერ ვესწრები, რადგან ხვალ თამაში გვაქვს. ეს აღიარება ჩემთვის დიდი პატივია, მადლობელი ვარ ჯილდოსთვის და პატივისცემისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, უფრო მეტად ბედნიერი იმის გამო ვარ, რომ გეორგის სიცოცხლე გადავარჩინე. ფეხბურთში მთავარი სამართლიანი თამაში და პატივისცემაა. მიხარია, რომ ის ახლა კარგად და თავის ოჯახთან ერთადაა. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, რაც ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლოჩოშვილმა.

ლუკას სპეციალური პრიზი ამ საქციელისთვის გასულ წელს ავსტრიაშიც გადასცეს. წელს კი ქართველი ფეხბურთელი ფიფამაც დააჯილდოვა.

2022 წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში გამოავლინეს:

  • საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი: ლიონელ მესი (პსჟ);
  • საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ალექსია პუტელიასი (ბარსელონა);
  • საუკეთესო მამაკაცი მეკარე: ემილიანი მარტინესი (ასტონ ვილა);
  • საუკეთესო ქალი მეკარე: მერი ირპსი (მანჩესტერი) ;
  • საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი: ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები) ;
  • საუკეთესო ქალი მწვრთნელი : სარინა ვიგმანი (ინგლისის ნაკრები);
  • Fair Play-ს პრიზი: ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე);
  • პუშკაშის სახელობის პრიზი (წლის გოლი): მარჩინ ოლეკსი (ვარტა);
  • საუკეთესო გულშემატკივარი: არგენტინის ნაკრების ქომაგები.
სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში