ჩრდილოეთ კორეაში სურსათის მწვავე კრიზისია

28 თებერვალი 2023, 10:03 380 ნახვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ იონგ ინი მთავრობას სოფლის  მეურნეობის წარმოებაში ფუნდამენტური გარდაქმნებისკენ  მოუწოდებს.  ამის შესახებ სახელმწიფო მედია ქვეყანაში    სურსათის მწვავე დეფიციტის ფონზე  იუწყება. 

კიმმა 2023  წლის  მთავარ პრიორიტეტად მარცვლეულის წარმოება დაასახელა  და  ხაზგასმით აღნიშნა სოფლის მეურნეობის სტაბილური წარმოების  მნიშვნელობა  კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის 7 დღიანი პლენარული სხდომის მეორე დღეს.  

კიმის განცხადებები ჩრდილოეთ კორეაში  სასურსათო კრიზისის ფონზე გაკეთდა, თუმცა ფხენიანი  უარყოფს, რომ მას  საკუთარი  მოქალაქეების  უზრუნველყოფა არ შეუძლია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში