უკრაინა პარტნიორებს საავიაციო ტაბუს გაუქმებისკენ მოუწოდებს

28 თებერვალი 2023, 10:44 589 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში   განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია დაიცვას თავისი ცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "საავიაციო ტაბუ" დასრულდება.

სამხედრო სიტუაცია სულ უფრო რთულდება ქალაქ ბახმუტის ირგვლივ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წინ წაწევის მთავარ  სამიზნეს  წარმოადგენს - აღნიშნა ზელენსკიმ მიმართვაში.

ზელენსკის თქმით, "მტერი მუდმივად ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება გამოიყენონ უკრაინული პოზიციების გამაგრებისა და თავდაცვის მიზნით.

უკრაინის პრეზიდენტმა  ჯარისკაცებს, რომლებიც  ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიას იცავენ, ნამდვილი გმირები უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში