ბათუმში ჰუმანიტარული შტაბი მუშაობას აგრძელებს

28 თებერვალი 2023, 11:10 856 ნახვა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ბათუმში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება გრძელდება. მსურველებმა ნივთები ბათუმის ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე უნდა მიიტანონ.

რაც შეეხება უკვე შეგროვებულ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ჰიგიენის საშუალებებს და ასევე გენერატორებს,  ნაწილი სტიქიის ზონაში უკვე გაიგზავნა.

ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი ქალაქში მიწისძვრის მეორე დღიდანვე ამოქმედდა და როგორ ბათუმში თურქეთის ვიცე-კონსული ამბობს, საკმაოდ დიდი აქტივობაა. მისი თქმით, ბიზნესმენებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მიწისძვრით  დაზარალებულების დასახმარებლად  დიდ ინტერესს იჩენს მოსახლეობა, რისთვისაც დოა ოლმეზი მათ მადლობას უხდის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში