პრეზიდენტი "უცხოური გავლენების შესახებ" კანონს ვეტოს დაადებს

28 თებერვალი 2023, 14:51 492 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგია.

მისივე განმარტებით, ეს პროექტი საქართველოს აშორებს ევროპას და მისი მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს.

„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება, არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ყოველშემთხვევაში ვეტოს დავადებ. მე არა მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი, ან ეს მუხლი არ ვარგა, ეს არის პირდაპირი კანონი, რომ დაგვაშორონ ევროპას. ამდენად, ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში