ინდოეთი ''დიდი ოცეულის'' საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს

01 მარტი 2023, 10:21 662 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სამშაბათს ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში ჩავიდა. რუსეთის მთავარი დიპლომატი  მონაწილეობას მიიღებს დიდი ოცეულის წევრი ქვეყნების  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც  რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ფონზე  იმართება. დღის წესრიგში  უკრაინაში ომი და აშშ-ჩინეთის შორის დაძაბული ურთიერთობები იქნება.

მასპინძელი ინდოეთი იმედოვნებს, რომ ისეთი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მესამე სამყაროს ქვეყნების  ვალი ყურადღების მიღმა არ დარჩება. დიდი ოციანის ორდღიანი  შეხვედრა ბენგალურუში ჯგუფის ფინანსთა მინისტრების  შეხვედრიდან რამდენიმე დღეში იმართება, რომელზეც უთანხმოება წარმოიშვა  უკრაინაში  რუსეთის ომის დაგმობასთან დაკავშირებით, ვერ მიაღწიეს კონსენსუსს ერთობლივ განცხადებაზე და შეხვედრის მხოლოდ შემაჯამებელი დოკუმენტი მიიღეს.

დიდი ოციანის შეხვედრაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ძინ განგი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი მიიღებენ მონაწილეობას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში