ფუტსალში “ზამთრის თასის” ფინალში ''ბათუმი'' და ''დინამო'' სოხუმი ითამაშებს

01 მარტი 2023, 13:58 666 ნახვა

ქალთა შორის ფუტსალში "ზამთრის თასის“ ფინალურ შეხვედრაში ტიტულისთვის ''ბათუმი'' და ''დინამო'' სოხუმი იბრძოლებს.

ნახევარფინალებში ბათუმელებმა ქუთაისის ''მართვე'' 6:4 დაამარცხეს, ხოლო ''დინამო'' სოხუმმა'' ''სამეგრელოს'' პენალტების სერიაში 3-2 მოუგო.

სადებიუტო გათამაშების ფინალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 6 მარტს 14:00  დაიწყება. კონკრეტულად ქალთა ეროვნული ლიგის ახალი სეზონი კი 11 მარტს დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში