ბელარუსის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთშია

01 მარტი 2023, 14:03 701 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო პეკინში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.  იგი შეხვდა ჩინეთის პრემიერ- მინისტრ ლი კეჩიანგს, რომელმაც  დაადასტურა, რომ ლუკაშენკოს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთანაც არის ჩანიშნული შეხვედრა.

ბელარუსის ლიდერი მიესალმა  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს  და აღნიშნა, რომ მათი მეგობრობა არ არის მიმართული არც ერთი სხვა ქვეყნის წინააღმდეგ.

ლუკაშენკოს ეს ვიზიტი დასავლეთის   შეშფოთების მიზეზი გახდა,  რადგან ვაშინგტონი შიშობს, რომ ჩინეთს შეუძლია რუსეთს  უკრაინაში  სამხედრო ოპერაციის გასაგრძელებლად იარაღი და საბრძოლო მასალა მიაწოდოს.

ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მტკიცე მოკავშირეა და ბელარუსი  რუსულმა ჯარებმა 2022 წლის თებერვალში უკრაინის დედაქალაქ კიევის ასაღებად წარუმატებელი სამხედრო ოპერაციისთვის გამოიყენეს. 

ბელარუსის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბელარუსი კონფლიქტში არ ჩაერთვება, თუ მას საფრთხე არ დაემუქრება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში