სასამართლომ ე.წ. ვაკის პარკის საქმეზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

01 მარტი 2023, 16:30 633 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ვაკის პარკის საქმეზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აღნიშნული შუამდგომლობა დღევანდელ სხდომაზე „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა დააყენა.

მისი განცხადებით, წინა სხდომაზე, აღკვეთის ღონისძიების განხილვისას, დაცვის მხარის შუამდგომლობაზე მოსამართლეს გადაწყვეტილება წინასწარ ჰქონდა დაწერილი.

პროკურორის განმარტებით, დაცვის მხარემ დასაბუთების გარეშე დააყენა აღნიშნული შუამდგომლობა.

საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გრძელდება. პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში