შვილად აყვანის წესი

06 თებერვალი 2017, 00:00 2044 ნახვა

დღესვე პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში სამართლებრივ რეგულაციებზე იმსჯელებს. ახალი საკანონმდებლო პროექტი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ და დეპუტატმა მირიან წიკლაურმა მოამზადეს. ცვლილებები 12-მდე სხვადასხვა კანონში ხორციელდება. ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა შვილად აყვანის მსურველი და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისათვის, სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა - სერტიფიცირება. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა 6 თვეს აღემატება. წარმოდგენილი ცვლილებით  კი 6-თვიანი ვადა 3-თვემდე მცირდება. კანონპროექტით ხდება მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობის დადგენაც. 

ამავე კატეგორიაში