საქართველოს ფუტსალის ნაკრები ბელგიასთან მატჩისთვის ემზადება

01 მარტი 2023, 17:58 660 ნახვა

დღეს საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრისთვის მზადება დაიწყო.

ავთანდილ ასათიანის გუნდი ბოლო ტურის მატჩს  7 მარტს სტუმრად ბელგიის ნაკრების წინაღაამდეგ გამართავს. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა  თბილისში 4:2 მოიგო.

ამ დროისთვის ჯგუფს 9 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს ხოლო ბელგია 3 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. 

მსოფლიო ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში