ომი უკრაინაში

01 მარტი 2023, 19:44 565 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთს აფრთხილებს, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას ტრაგიკული შედეგები მოჰყვება, პირველ რიგში კი, უკრაინელი ხალხისთვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ნედ პრაისის თქმით, ეს ასევე იქნება მკაფიო სიგნალი ქვეყნებისთვის, რომ პეკინის განცხადება, თითქოს არცერთ მხარეს არ იკავებს ამ ომში, ტყუილია. უკრაინის პრეზიდენტმა კი  ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გამართა. მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელიც გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, მოისმინეს ინფორმაცია დაზვერვის მთავარი სამმართველოსგან, თავდაცვის სამინისტროსგან, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებების მეთაურებისგან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში